07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური შეირაღებული დაჯგუფების მიერ მძევლების აყვანის ფაქტს ადასტურებს

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ დღეს დილით შეიარაღებულმა  დაჯგუფებამ ერევანში, ერებუნის რაიონში, პოლიციის ერთ-ერთი შენობა დაიკავა და მძევლები აიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯემნიუსი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ წუთებში პოლიციას შენობასთან მისასვლელი გზები გადაკეტილი აქვს.   

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში შეჭრილი ადამიანები 20 ივნისს დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლის, ჟირაის სეფელიანის, გათავისუფლებასა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

გამოძიების ინფორმაციით, სეფელიანი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად აპირებდა შენობების, ტელეკომუნიკაციების, მათ შორის ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას.

მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი გეგმავდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციების გზით.

ამავე თემაზე
დღის ამბები