07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
სპეცრაზმელებმა ერევანში ორი მძევალი გაათავისუფლეს

სპეცრაზმელებმა ერევანში ორი მძევალი გაათავისუფლეს. ინფორმაციას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

მსხვერპლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თავად თავდამსხმელები უარყოფენ.

შეიარაღებული ჯგუფი ერევნის გარეუბანში მდებარე პოლიციის განყოფილებაში დღეს დილით შეიჭრა და იქ მყოფი სამართალდამცველები დაატყვევა.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა 8 მძევლის შესახებ, მაგრამ მაღალი წნევის გამო თავდამსხმელებმა ექიმებს ერთი პოლიციელის საავადმყოფოში გადაყვანის უფლება მისცეს.

შეიარაღებული ჯგუფის წევრები ერთი თვის წინ იარაღის უკანონო შეძენა-ტარების მუხლით დაკავებული ოპოზიციონერი აქტივისტის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე მოითხოვენ პრეზიდენტის გადადგომასა და დროებითი მთავრობის ფორმირებას.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები