07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
თურქეთის ამბოხი - სამართალდამცველებმა კიდევ 50-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააპატიმრეს

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებულთა რაოდენობა 6 ათასს აჭარბებს. სამართალდამცველებმა დღეს დილით კიდევ 50-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააპატიმრეს.

სამხედრო ამბოხის კვალი ანკარის ქუჩებს ამ დრომდე ეტყობა. გადატრიალების მცდელობიდან ორი დღის შემდეგ ქუჩებში კვლავ დგას ტანკები და დაზიანებული მანქანები.

ხელისუფლების მომხრეები სამხედრო გადატრიალების უშედეგოდ დასრულებას ზეიმობენ. მმართველი გუნდის მომხრეების ნაწილი სტამბოლში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სახლთანაც შეიკრიბა.

არეულობას თურქეთში, ბოლო მონაცემებით, 265 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1400-ს აჭარბებს.

 

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი

დღის ამბები