07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
სავარაუდოდ, ერთ-ერთი შეიარაღებული დაჭრილია - Irababan.net-ის ჟურნალისტი

სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები რუსთავი2-თან სომხეთში განვითრებულ მოვლენებზე საუბრობენ.

ინტერნეტგამოცემა Irababan.net-ის ჟურნალისტი კურიერთან ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერევანში ერთი პოლიციელი გარდაიცვალა, 2 კი - დაიჭრა. 

კარაპეტიანის თქმით, ვითარება ერევანში კონტროლს ექვემდებარება, გადაადგილება შეზღუდულია იმ რაიონში, სადაც შემთხვევა მოხდა, ქუჩები კი გადაკეტილია.

"ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გაავრცელა საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც, ერთ პოლიციელი გარდაიცვალა, ორი კი დაჭრილია. ასევე პარლამენტის წევრმა, ნიკოლ პაშინიანმა, თქვა, რომ ერთ–ერთი შეიარაღებულიც დაჭრილია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავდამსხმელებს რამდენიმე მძევალი ჰყავთ აყვანილი პოლიციის განყოფილების შენობაში, თუმცა უსაფრთხოების სამსახური და პოლიციელები მოლაპარაკებებს აწარმოებენ მათთან მძევლების გასათავისუფლებლად," - აცხადებს აშტიკ კარაპეტიანი. 

რადიო თავისუფლების წარმომადგენელი სომხეთში, სირანუშ გევორქიანი, აცხადებს, რომ ერევანში პოლიციის შენობა დაკავებული აქვთ თავდამსხმელებს. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები