07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ქალაქში მშვიდი სიტუაციაა, არანაირი პანიკა არ არის - საქართველოს დესპანი სომხეთში

საქართველოს დესპანი სომხეთში, მალხაზ მალაშხია, აცხადებს, რომ თავდამსხმელებს პოლიციის თანამშრომლები ტყვედ ჰყავთ აყვანილები.

მალაშხიას განცხადებით, თავდასხმისას მოკლულია პოლიციის ერთი თანამშრომელი, სავარაუდოდ, საგუშაგოზე მდგომი, ასევე დაჭრილია ორი პოლიციელი.

მალხაზ მალაშხიას თქმით, თავდამსხმელებსა და პოლიციას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

მოლაპარაკების შედეგად, 2 ტყვე გათავისუფლებულია. პერიმეტრს კი პოლიცია აკონტროლებს.

მისივე განცხადებით, ქალაქში მშვიდი სიტუაციაა, პანიკა არ არის. 

დღის ამბები