07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
თურქეთში პოლიტიკოსები სიკვდილით დასჯის ხელახლა დაწესებაზე მსჯელობენ

თურქეთში პოლიტიკოსები სიკვდილით დასჯის ხელახლა დაწესებაზე მსჯელობენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ ამბოხებული ჯარისკაცების მაგივრად რცხვენიათ. სამართალდამცავები სპეციალისტებთან ერთად კი ჯავშანტექნიკის ქუჩებიდან გაყვანას ცდილობს. 

თურქეთში ამ დროისთვის მთავრობამ სრულად აღიდგინა კონტროლი. სტამბულის ქუჩებში გამოვიდნენ ტურისტებიც, რომლებიც ამბობენ, რომ დღეს ქალაქში მშვიდობაა და თავს ახლა უკვე უსაფრთხოდ გრძნობენ. 

ამ დროისთვის თურქ სამართალდამცავებს ამბოხში მონაწილე 6 000 პირი ჰყავთ დაკავებული. ჯარისკაცები საყრობილეში ჰყავთ გადაყვანილი. 

დღის ამბები