07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
თურქეთის ამბოხების ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებული გენერლების ვინაობა ცნობილია

თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებულთაგან ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი ინჯირლიყის სამხედრო ავიაბაზის ხელმძღვანელობიდან არის.  

ამის შესახებ ინფორმაციას CNN  და The Washington Post თურქულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.  

გენერალი ბეკირ ვანა სამხედრო შეთქმუნებასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ის იმ ბაზას ხელმძღვანელობდა, რომელსაც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იერიშებისთვის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალები და საერთაშორისო კოალიციის სხვა წევრები იყენებენ.

გენერალი სწორედ ინჯირლიკის ბაზაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.  

 

დაკავებულთა შორის მყოფი რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის ვინაობა გახდა ცნობილი. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაპატიმრებულთა შორის არიან: თურქეთის მესამე არმიის ხელმძღვანელი, გენერალი ერდალ ოზთურკი (Erdal Ozturk), მეორე არმიის მეთაური, გენერალი ედემ ჰუდუტი (Adem Huduti), საჰაერო თავდაცვის ყოფილი უფროსი, ეკინ ოზთურკი (Akin Ozturk) და გარნიზონ დენიზლის (Denizli) მეთაური, გენერალ-მაიორი ოზენ ოზბეკირი (Ozhan Ozbakir).    

ეს მაღალჩინოსანი სამხდეროები იმ 3000-მდე დაკავებულ ჯარისკაცს შორის არიან, რომლებსაც ამბოხებაში მონაწილეობას ედებათ ბრალად.

გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ დაახლოებით 2750 მოსამართლე თანამდებობიდან გაათავისუფლს. მათგან 140-ის დაკავებაზე სანქცია გაიცა.   

 

 

დღის ამბები