07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
სომხეთში მძევლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია დაიწყო

ერევანში მძევლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია დაიწყო. სამართალდამცველები მანამდე თავდამსხმელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და ცდილობდნენ, ისინი იარაღის დაყრაში დაერწმუნებინათ. 

სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით, თავდამსხმელების ერთადერთი მოთხოვნა ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებაა, თუმცა მისივე თქმით, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია. 

შეიარაღებული ჯგუფი ერევნის გარეუბანში მდებარე პოლიციის განყოფილებაში დღეს დილით შეიჭრა და იქ მყოფი სამართალდამცველები დაატყვევა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა პოლკოვნიკი არტურ ვანონიანი, კიდევ ორი სამართალდამცველი კი დაიჭრა.

სპეცოპერაციის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის განყოფილებასთან უფლებათადამცველებიც შეიკრიბნენ. მათ სამართალდამცველები აკავებენ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები