07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
ასობით დაღუპული და ათასზე მეტი დაშავებული - თურქეთში შესაძლოა, სიკვდილით დასჯა აღდგეს

თურქეთში პოლიტიკოსები სიკვდილით დასჯის ხელახლა დაწესებაზე მსჯელობენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ ამბოხებული ჯარისკაცების მაგივრად რცხვენიათ. სამართალდამცავები სპეციალისტებთან ერთად კი ჯავშანტექნიკის ქუჩებიდან გაყვანას ცდილობენ. 

თურქეთში ამ დროისთვის მთავრობამ სრულად აღიდგინა კონტროლი. სტამბოლის ქუჩებში გამოვიდნენ ტურისტებიც, რომლებიც ამბობენ, რომ დღეს ქალაქში მშვიდობაა და თავს ახლა უკვე უსაფრთხოდ გრძნობენ. 

თურქეთში 2 დღის წინ განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულთა დაკრძალვა დაიწყო. დღეს სტამბოლში ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილ მოქალაქეებს მოქმედმა პრეზიდენტმა მიმართა და ამბოხების ორგანიზატორად კვლავ გიულენი და მისი მომხრეები დაასახელა. 

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ დამნაშავეები მკაცრად აგებენ პასუხს. 

სპეცოპერაციები გრძელდება თურქეთის სხვადასხვა რიონში. უკვე დაკავებულია 6 ათასზე მეტი სამხედრო პირი, რომლებიც ამბოხებაში ღებულოდბდნენ მონაწილეობას. დაღუპულთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა. დაშავებულია 1400-ზე მეტი ადამიანი. 

დაკავებები მიმდინარეობს სასამართლო ხელისუფლებაშიც, საიდანაც ასობით მოსამარლე ჯერ დაითხოვეს, შემდეგ კი დააპატიმრეს. 

გამოძიება კვლავ გრძელდება. არ არის გამორიცხული. დაკავებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. 

 

 

ავტორები: ნათია ტრაპაიძე, რუსუდან დათუკიშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები