07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
საზარელი ტერაქტი ნიცაში - ათობით დაღუპული და დაშავებული

გასულ კვირას ევროპა, კერძოდ საფრანგეთი, კიდევ ერთხელ გახდა ტერორისტთა სამიზნე. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ორგანიზებით, საზარელი ტრაგედია ამჯერად ნიცაში დატრიალდა. 

საზეიმოდ შეკრებილ მოქალაქეებს შორის 13-ტონიანი ატომობილი ნიცაში გვიან ღამი მაღალი სიჩქარით შევარდა და გამიზნულად, მსხვერპლთა რაოდენობის გასაზრდელად საჭის მიმართულება რამდენჯერმე შეცვალა. 

მოულოდნელმა თავდასხმამ დააბნია ხალხიც, პოლიციაც. რამდენიმე წუთის განმავლობაში ქალაქში სრული პანიკა იყო. 

სამართალდამცავებმა მალევე დაიწყეს სპეცოპერაცია სატვირთო ავტომობილის მძღოლის წინააღმდეგ, რაც 31 წლის ტერორისტის მკვლელობით დასრულდა. ის საფრანგეთში ცხოვრობდა და 3 შვილის მამა იყო. მან ოჯახს ტერაქტამდე 100 000 ევრო ტუნისში გაუგზავნა

ტერორისტის ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობები, ტყვია-წამალი და იარაღი იპოვეს. 

ტერაქტის შედეგად დაიღუპა 84 ადამიანი, დაშავდა 200-ზე მეტი მოქალაქე. 

ნიცაში ტერაქტს საქართველოს ქართველებიც შეესწრნენ, არცერთი მათგანი არ დაშავებულა. 

მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიებაც. ფრანგმა სამართალდამცავებმა მხოლოდ დღეს მასში მონაწილე 2 პირი დააკავეს. 

ქალაქში კი დაღუპულებს გლოვობენ და კრძალავენ. 

 

 

ავტორი: ანანო ბაკურაძე

 

დღის ამბები