07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
ლუიზიანას შტატში შეიარაღებულმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა - არის მსვერპლი

აშშ-ში, ლუიზიანას შტატში შეიარაღებულმა პირმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე პოლიციელი ადგილზე დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. 

თავდამსხმელის შესახებ განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება. სოციალურ მედიაში წერენ, რომ ის ადგილიდან მიიმალა, მედიასაშუალებების ინფორმაციით კი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. 

შემთხვევის ადგილიდან უკვე გავრცელდა პირველი ვიდეო და ფოტომასალა. 

 

 

დღის ამბები