07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
სომხეთში შეიარაღებულ პირებთან ღამის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

მთელ ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მოლაპარაკებები სომხეთში ერევნის ერბუნის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულ 26 შეიარაღებულ პირთან, თუმცა უშედეგოდ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ერთი მძევლის გათავისუფლების შესახებ, თუმცა საბოლოოდ ცნობა არ დადასტურდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ მძევლად ყავთ აყვანილი 7 რიგითი პოლიციის თანამშრომელი, ასევე ერევნისა და რესპუბლიკის პოლიციის უფროსის მოადგილეები. მოთხოვნები უცვლელია - ოპოზიციის ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტის გათავისუფლება და მთავრობის გადადგომა.

გვიან ღამით, შეიარაღებულებთან შესვლა კიდევ ერთხელ სცადა გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა, თუმცა პოლიციამ ამის უფლება აღარ მისცა. ერბუნის რაიონის ყველა მისადგომს პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს. ადგილზე მობილზიებულია ჯავშანტექნიკაც.

არსებულ ვითარებაზე ტელეფონით საუბრობს პოლიციის შენობაში გამაგრებული ერთ-ერთი თავდამსხმელი, ყოფილი სამხედრო ვეჟან ავეტისიანი.

ჯერ-ჯერობით ხელისუფლებისგან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. 

რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. 

დღის ამბები