07 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
თურქმა სამართალდამცველებმა, არასანქცირებული გაფრენების შემთხვევაში, ვერტმფრენების ჩამოგდების ბრძანება მიიღეს

თურქმა სამართალდამცველებმა არასანქცირებული გაფრენების შემთხვევაში, ვერტმფრენების გაფრთხილების გარეშე ჩამოგდების ბრძანება მიიღეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სტამბოლის უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებენ.

პარალელურად, ქალაქში მეზობელი რეგიონებიდან 1800-ზე მეტი სპეცდანიშნულების მებრძოლია გადმოყვანილი. მათი განთავსება სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან და ქალაქის ქუჩებში ხდება.

სროლა ისმოდა გუშინ სტამბოლის საბიჰა გოგჩენის სახელობის აეროპორტში. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები აეროპორტის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედროების დაკავების მიზნით მივიდნენ, რასაც სამხედროების მხრიდან ჰაერში სროლა მოჰყვა. აეროპორტის ტერიტორიაზე 11 ამბოხის მომხრეა დაკავებული.

შეიარაღებული დაპირისპირება ქონიას სამხედრო ბაზაზეც მოხდა, სადაც ამბოხებულებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ოფიციალური ინფორმაციით, აქ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში დაკავებულია თურქეთის პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი, ალი იაზიჯი.

პარალელრუად, ოფიციალური ანკარა სიკვდილით დასჯის აღდგენის შესაძლებლობაზე ისევ ალაპარაკდა, ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ერდოღანის მხარდამჭერები ამჯერადაც მთელი ღამის განმავლობაში სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე აქციაზე იმყოფებოდნენ. 

დღის ამბები