07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
თურქეთმა "ინჯირ-ლიკის" საჰაერო ბაზაზე ფრენების შესრულების ნებართვა გასცა

თურქეთმა ინჯირ-ლიკის საჰაერო ბაზაზე ფრენების შესრულების ნებართვა გასცა. ამ ინფორმაციას პენტაგონშიც ადასტურებენ. შეერთებული შტატების ძალოვანი უწყების პრეს-სპიკერის პიტერ კუკის განცხადებით, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციები განახლდა.

ინჯირ-ლიკის საჰაერო ბაზას შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები რეგიონში ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებისთვის იყენებს.

სამართალდამცველებმა ინჯირ-ლიკის მეთაური გუშინ დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამბოხში მონაწილე თვითმფრინავები სწორედ ამ ბაზაზე ავსებდნენ საწვავს.

დღის ამბები