07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
თავდასხმა ლუიზიანაში - დაღუპულია სამი პოლიციელი

სამი პოლიციელი დაიღუპა, სამი კი დაშავდა ლუიზიანას შტატში თავდასხმის შედეგად. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატების მოქალაქემ, დევიდ ლონგმა სამართალდამცველებს ცეცხლი პოლიციის მთავარი განყოფილების მახლობლად გაუხსნა. საპასუხო სროლის შედეგად 29 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა შტატის დედაქალაქ ბატონ-რუჟში მოხდა, სადაც პოლიციელის მიერ უიარაღო აფრო ამერიკელის მკვლელობას შეერთებული შტატების მასშტაბით საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. ეს, ბოლო თვის განმავლობაში, პოლიციაზე უკვე მეორე თავდასხმაა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ბარაკ ობამამ მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა. 

დღის ამბები