07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
თურქეთში დაკავებულები მალე სასამართლოში უნდა გადაიყვანონ

თურქეთში დაკავებულები მალე სასამართლოში უნდა გადაიყვანონ. ბოლო მონაცემებით პოლიციას სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, 2700-მე მეტი ადამიანი ჰყავს დაკავებული ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.

დაკავებულებს შორის სამხედროები და 400-ზე მეტი მოსამართლეა. მოსამართლეებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ ვრცელდება, შესაბამისად უცნობია რა კავშირი შეიძლება ჰქონოდათ მოსამართლეებს მომხდარ ამბოხთან. 

ადგილობრივები დეტალურად იხსენებენ იმ მოვლენებს, რომელიც სტამბოლში რამდენიმე დღის წინ განვითარდა. მათი განცხადებით, ის რაც მოხდა საშინელებაა, თუმცა ასევე აცხადებენ, რომ ერდოღანი თურქი ხალხის არჩეულია და მას მხარს უჭერს მოსახლეობა.  

მათივე განცხადებით, ქვეყანაში პრობლემები ნამდვილად არის, თუმცა ადგილობრივებს სჯერათ, რომ ამ პრობლემებს პრეზიდენტთან ერთად მოაგვარებენ.

თურქეთის შეიარაღებულ ძალებში უკვე მესამე დღეა ე.წ წმენდის ოპერაცია მიმდინარეობს. დიდ ქალაქებში ამბოხის მცდელობის შემდეგ ქუჩებში დატოვებული მძიმე ჯავშან ტექნიკა გაჰყავთ.

 

დღის ამბები