07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
თურქეთში შექმნილ მდგომარეობას შეერთებული შტატების კონგრესში ეხმაურებიან

თურქეთში შექმნილ მდგომარეობას შეერთებული შტატების კონგრესში ეხმაურებიან. წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ედ როისის განცხადებით, თურქმა ხალხმა არჩეული მთავრობის ხელისუფლების სათავეში ყოფნა უზრუნველყო, ახლა კი პრეზიდენტის ჯერია თავისი მოვალეობა შეასრულოს და უარი თქვას ავტორიტარულ რეჟიმზე.

"ერდოღანის მთავრობის მიერ ოპოზიციის საქმიანობის, თავისუფალი მედიისა და რელიგიური თავისუფლების შეზღუდვამ ბოლო წლების განმავლობაში, ზიანი მიაყენა თურქულ დემოკრატიას. ვიმედოვნებ, რომ მომხდარს პრეზიდენტი ერდოღანი დემოკრატიის, პლურალიზმისა და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებით უპასუხებს, თუმცა ვშიშობ, რომ თურქეთის პრეზიდენტი საწინააღმდეგო მიმართულებას აირჩევს" - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები