07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
სომხეთში შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკება უშედეგოდ გრძელდება

სომხეთში შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკება უშედეგოდ გრძელდება.
ერევნის პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე რჩება შეიარაღებული ჯგუფი და რამდენიმე მძევალი, მათ შორის ერევნისა და რესპუბლიკის პოლიციის უფროსის მოადგილეები.

მოთხოვნები უცვლელია - ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის გათავისუფლება და მთავრობის გადადგომა. ერებუნის რაიონის ყველა მისადგომს პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს. მობილიზებულია ჯავშანტექნიკაც.

დილიდან სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ერთი მძევალი იყოს გათავისუფლებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ეს ინფორმაცია ხელისუფლებას ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია. 

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი.

 

დღის ამბები