07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
თურქეთის პრემიერი 15 ივლისის დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის

ანკარაში იმყოფება რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი. მათი ინფორმაციით, დედაქალაქის ქუჩებიდან მძიმე შეიარაღება გაიტანეს. გრძელდება სამხედრო მაღალჩინოსანთა დაკავებები.

ანკარის სასამართლომ თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების გენერლის ჰაკან ევრიმისა და კიდევ 97 ადამიანის დაპატიმრების სანქცია გასცა. ისინი სამხედრო გადატრიალებასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.

თურქეთის დედაქალაქში დღეს დილიდან განაახლა მუშაობა ყველა საჯარო დაწესებულებამ. მათ შორის, სრული დატვირთვით მუშაობს სტრატეგიული ობიექტები.

თურქეთის პრემიერმინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ მიმართა თურქ ხალხს და მოუწოდა იზეიმონ დემოკრატია, რადგან ვერ შედგა სამხედრო გადატრიალება. ბინალი ილდიმირი გამოვიდა ინიციატივით 15 ივლისი დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნოს.

„ჩვენმა ქვეყანამ შვება უნდა იგრძნოს. ცხოვრება ნორმალურ რიტმს უბრუნდება. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დაბლოკილია. პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ სპეცოპერაცია. ვერავინ აღუდგება წინ ხალხის ნებას. ამბოხებაში მონაწილე ყველა პირი სათანადოდ დაისჯება. მაგრამ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან ის ჯარისკაცები, რომლებსაც საკუთარი სამშობლო უყვართ და ის სამხედროები, რომლებსაც მხოლოდ ფორმას ატარებენ და მზად არიან საკუთარ ხალხს ტანკებით გადაუარონ,“- განაცხადა თურქეთის პრემიერმინისტრმა. 

დღის ამბები