07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
თავდასხმა პოლიციის განყოფილებაზე ყაზახეთში - არიან დაღუპულები და დაჭრილები

თავდასხმა მოხდა პოლიციის განყოფილებაზე ყაზახეთშიც. ალმა-ატის ცენტრში ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციის განყოფილებას. ბოლო მონაცემით დაიღუპა 2 და მძიმედ დაიჭრა 7 სამართალდამცველი.

ქალაქში ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდეს. მოსახლეობას ურჩევენ ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ. მიმდინარეობს კონტრტერორისტული ოპერაცია. ერთი თავდამსხმელი უკვე დააკავეს, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.

დღის ამბები