07 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
თურქეთში კონტროლი გამკაცრდა - სტამბოლში სტრატეგიული ობიექტების დასაცავად 1800 ჯარისკაცი განალაგეს

სტამბოლში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქალაქში სტრატეგიული ობიექტების დასაცავად 1800 ჯარისკაცი განალაგეს.

პარალელურად, სამართალდამცველებმა ყველა ვერტმფრენის ჩამოგდების ბრძანება მიიღეს, რომელიც სტამბოლის საჰაერო სივრცეში უნებართვოდ შევა.

დღეიდან თურქეთში უსაფრთხოების ახალი ზომები ამოქმედდება. ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე კონტროლი მკაცრდება.

კურიერის კორესპონდენტის თქმით, გუშინ საღამოდან სტამბოლის ქუჩებში სამართალდამცავთა რაოდენობის ზრდა შეინიშნება. ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პატრულირებენ.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პრეზიდნეტის ბრძანებით, ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედებულიყო, თუმცა ჯერჯერობით ეს რეგულაცია ძალაში არ შესულა.

კონტროლის გამკაცრების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად შეტაკებები სახელდება, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ, სამხედროებსა და სამართალდამცავებს შორის განხორციელდა.

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე.   

 

ამავე თემაზე
დღის ამბები