07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
საქართველოში აშშ-ის ელჩი თურქეთის მოვლენების გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

თურქეთში განვითარებულ მოვლენებს საქართველოში ამერიკის ელჩი გამოეხმაურა. იან კელის განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას და თურქეთს დახმარებას სთავაზობს, საჭიროების შემთხვევაში. ელჩი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

"ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის მოვლენებით შეშფოთებულია. სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი თავის თურქ კოლეგას უკვე ესაუბრა და გამოძიების პროცესში დახმარებაც შესთავაზა. აშშ მხარს უჭერს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას და რაიმე სახის კავშირს განვითარებულ მოვლენებთან უარყოფს,“- განაცხადა იან კელიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები