07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს ზიანს მიაყენებს

ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს ზიანს მიაყენებს. ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ლეგიტიმური ინსტიტუტების დაცვა საჭირო იყო, მაგრამ დაცვას ასევე საჭიროებს კანონის უზენაესობაც.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალურ ანკარას მოუწოდა თავი შეიკავოს ისეთი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისგან, რომელიც დემოკრატიის გზიდან უხვევს.

პარალელურად, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირში ეჭვმიტანილთა დაკავებები გრძელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეიდების შედეგად 100-ზე მეტი გენერალი და ადმირალი დააპატიმრეს. სამსახურიდან კი 8 ათასი პოლიციელი დაითხოვეს.

დღის ამბები