07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
ყაზახეთში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ყაზახეთში პოლიციის განყოფილებასა და უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტზე განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულების რაოდენობა 2-დან 4-მდე გაიზარდა. დაღუპულთაგან 3 სამართალდამცველი, ერთი კი სამოქალაქო პირია.

ცეცხლი პოლიციელებს ორმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა, რის შემდეგაც დამნაშავეები ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სწორედ გაქცევის დროს მოკლა მშვიდობიანი მოქალაქე და მისი მანქანა გაიტაცა.

თავდასხმის შემდეგ ქალაქში ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდეს და კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს. სამართალდამცველებმა ერთი თავდამსხმელი უკვე დააკავეს, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.

დღის ამბები