07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
გენერლების დაკავებები თურქეთში - ანკარაში, სასამართლოსთან სროლის ხმა ისმოდა

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე სამხედრო მაღალჩინოსანთა დაკავებები გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით უკვე 100-ზე მეტი გენერალი და ადმირალია დაპატიმრებული, 8 ათასზე მეტი პოლიციელი კი სამსახურიდან დაითხოვეს. 

ბოლო ინფორმაციით, სტამბოლის სასამართლომ საჰაერო ძალების სარდლის დაკავების სანქცია გასცა.

პარალელურად, სროლის ხმა ისმოდა ანკარაში, სასამართლოს შენობასთან, სადაც გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გენერალი ოზთურქი პროცესზე უნდა მიეყვანათ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავდა. თავდამსხმელი კი ადგილზე მოკლეს.

სტამბოლში კონტროლის გასამკაცრებლად ხელისუფლებამ ქუჩაში რამდენიმე ასეულობით ათასი სამართალდამცველი გამოიყვანა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამბოხებული ჯარისკაცებისთვის დახმარების გაწევის მოტივით სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები