07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
სლოვენია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას - გიორგი მარველაშვილი

სლოვენია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და ნატოში გაწევრიანებას. ქვეყნის მხარდაჭერა დღეს პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორმა კიდევ ერთხელ გამოხატა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველად სლოვენიაში ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტი მართავს. უკვე დასრულდა ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ მოლაპარაკებაც და გაფართოებული შეხვედრა. პრეზიდენტებმა შეაჯამეს ვარშავის სამიტი. ერთობლივი განცხადებები გააკეთეს საქართველოს და სლოვენიის პრეზიდენტებმა.

სლოვენიის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა მომხრეა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს.

მანამდე კი ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გააჩნიათ სამსახურეობრივი პასპორტები, სავიზო რეჟიმი სლოვენიაში მათთვის გამარტივებული იქნება.

ერთობლივ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმაც. გიორგი მარგველაშვილმა კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„გვქონდა ძალიან ბევრი დადებითი წინაპირობა. პირველ რიგში ეს არის ის სტაბილური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ სლოვენიისგან საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე. ეს არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებები,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები