07 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
ერევანში კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლეს - ტყვეობაში კიდევ სამი სამართალდამცველია

ერევანში კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლეს. შედეგად ტყვეობაში კიდევ სამი სამართალდამცველი რჩება.

სომხეთის უსაფრთხოების სამსახური პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულ შეიარაღებულ ჯგუფს მოუწოდებს, დაყაროს იარაღი და სპეცრაზმელებს ჩაბარდეს, თუმცა თავდამსხმელები დანებებაზე უარს ამბობენ.

შეიარაღებული ოპოზიციონერების მოთხოვნის შესრულებას ხელისუფლება არ აპირებს. ძალოვანი უწყებები ჯერჯერობით შტურმისგან თავს იკავებენ და თავდამსხმელებთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ.

პოლიციის განყოფილებასთან ცოტა ხნის წინ ოპოზიციური მოძრაობის მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.

აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები