07 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
გადაწყვეტილებას ხალხის ნების მიხედვით მივიღებთ - თურქეთის პრემიერი სიკვდილით დასჯის აღდგენაზე საუბრობს

თურქეთის პრემიერმა სიკვდილით დასჯაზე ისაუბრა. ბინალი ილდიმირის თქმით, ამ საკითხს საზოგადოების ნების შესაბამისად გადაწყვეტენ.

"ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა ჩვენთვის ბრძანებაა. მაგრამ გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღება არასწორია. ამ საკითხს პარლამენტი განიხილავს. გადაწყვეტილებას ხალხის ნების მიხედვით მივიღებთ," - განაცხადა პრემიერმა. 

თურქეთში უნდა აღდგეს თუ არა სიკვდილით დასჯა, ამ საკითხზე თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირაში იმსჯელებენ.

დეპუტატებიც აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება თურქი ხალხის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

მინისტრთა კაბინეტის წევრებს ბინალი ილდირიმი შეხვდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქებს შორის ურთიერთობა გადაიხადოს. ოფიციალური ანკარასთვის გაუგებარია, თუ რატომ ითხოვს ვაშინგტონი ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებისთვის დამატებით სამხილებს.

"იმედგაცრუებული ვიქნებოდით, თუ ჩვენი მეგობრები მოგვთოხვდნენ მტკიცებულებებს ადამიანზე და მკვლელებზე, რომლებიც ცდილობენ არჩეული მთავრობის განადგურებას. ამან შესაძლოა, ჩვენი მეგობრობა ეჭვქვეშ დააყენოს," - აღნიშნა პრემიერმა. 

თურქეთის პარლამენტში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, მეამბოხეების სამიზნე სწორედ თურქეთის პარლამენტის შენობა იყო.

 

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

 

დღის ამბები