07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ტყვედ აყვანილი სამართალდამცავები - შეიარაღებული პირები სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

თითქმის ორი დღეა, ერევანაში პოლიციის განყოფილება შეიარაღებულ დაჯგუფებას აქვთ ბლოკირებული. პოლიციასთან შეტაკების შემდეგ თავდამსხმელებმა მძევლებიც აიყვანეს. მათი უმეტესობა უკვე გათავისუფლებულია, თუმცა ამ დრომდე ტყვეობაში რჩება სომხეთის პოლიციის ორი მაღალჩინოსანი.

შეიარაღებულ პირებთან ყველა მოლაპარაკება ჯერჯერობით უშედეგოდ სრულდება. ისინი ოპოზიციური მოძრაობის დაკავებული ლიდერის გათავისუფლებას და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის დაწყებას არ ჩქარობს. არ არის გამორიცხული, თუ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება, უახლოეს საათებში შენობა სპეცრაზმმა შტურმით აიღოს. 

 

 

ავტორი: დავით კაკულია

ამავე თემაზე
დღის ამბები