07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
გერმანიაში ნაჯახით შეირაღებული მამაკაცი მატარებელში შეიჭრა და 20 ადამიანი დაჭრა

გერმანიაში, ქალაქ ვურცბურგში,  ნაჯახით შეიარაღებული მამაკაცი მატარებელში შეიჭრა და მგზავრები დაჭრა. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაჭრილია 20 ადამიანი და მათი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი მოკლულია. 

თავდამსხმელის ვინაობა და თავდასხმის მოტივაცია ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს ჯერ ვერც ტერაქტის კვალიფიკაციას ვერ ანიჭებენ. 

რამდენიმე წუთის წინ კი გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ტვიტერზე დაპოსტა, რომ თავდამსხმელი 17 წლის ავღანელი მამაკაცია. 

 

დღის ამბები