07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
სიკვდილით დასჯა - თურქეთის პრეზიდენტი პარლამენტის მიერ კანონის წარდგენას ელოდება

თურქეთის ყოფილი სამხედრო ავია ძალების მეთაურმა აკიმ ოზთურქმა არ შემდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზება აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ანადოლუ ავრცელებს. სხვა ადგილობრივი მედია საშუალებები კი წერენ, რომ ის ამ დრომდე უარყოფს საკუთარ ბრალს.

პარალელურად, საბერძნეთში გაქცეული 9 სამხედრო პირველად წარსდგა ბერძნული სასამართლოს წინაშე, სადაც ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სამხედრო ამბოხის მცდელობასთან კავშირი არ ჰქონდათ.

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ სიკვდილით დასჯის კანონის წარდგენის შემთხვევაში, ის ცვლილებას ხელს აუცილებლად მოაწერს. ამის შესახებ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ათასობით მომხრეს სტამბოლში საკუთარ რეზიდენციასთან განუცხადა.

"სიკვდილით დასჯის საკითხს პარლამენტში განიხილავენ. მჯერა რომ პოლიტიკური პარტიები საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე კი მას აუცილებლად დავუჭერ მხარს. ოთხშაბათს ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს, მოგვიანებით კი მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაა დაგეგმილი. რის შემდეგაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გაგაცნობთ," - აცხადებს რეჯეფ ტაიპ ერდოღანი. 

ამბოხებულებზე გამარჯვებას წუხელ თურქები ტაქსიმის მოედანზე ისევ ზეიმობდნენ. პარალელურად, ანკარა მოითხოვს შეერთებული შტატებისგან ფატულა გიულენის გადაცემას, რომელსაც უკანასკნელი მოვლენების დაგეგმვაში ედება ბრალი. ბოლო განცხადებები ამის თაობაზე პრემიერმა გააკეთა.

"იმედგაცრუებულები ვიქნებით თუ ჩვენი ამერიკელი მეგობრები მტკიცებულებებს მოგვთხოვენ, იმის მიუხედავად რომ მკვლელების ორგანიზაცია, ამ ადამიანის მეთაურობით, ცდილობს არჩეული მთავრობის განადგურებას. ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშაც შეიძლება დადგეს ჩვენი მეგობრობა," - აღნიშნა ბინალი ილდირიმა. 

პარალელურად, საბერძნეთში გაქცეული 8 სამხედრო პირველად წარსდგა ბერძნული სასამართლოს წინაშე, სადაც ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სამხედრო ამბოხის მცდელობასთან კავშირი არ ჰქონდათ.

დღის ამბები