07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
გერმანიაში, მატარებელში მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

თავდასხმა მოხდა გერმანიაში, ბავარიის რეგიონში. მატარებელში მგზავრებს დანითა და ნაჯახით თავს 17 წლის ეროვნებით ავღანელი მოზარდი დაესხა. დაჭრილია 4 ადამიანი.

თავდამსხმელმა განგაშის სიგნალისა და მატარებლის გაჩერების შემდეგ გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიცია მას დაედევნა და სროლის დროს ეჭვმიტანილი დაიღუპა.

ავღანელი ბიჭი თავშესაფრის მაძიებელთა სიაში ირიცხებოდა და გერმანულ ოჯახს ჰყავდა აღსაზრდელად მიბარებული. გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, იყო თუ არა თავდამსხმელი ისლამისტურ ჯგუფებთან რაიმე კავშირში.

დღის ამბები