07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ახალი რეგულაციები სტამბოლში - ქალაქში დამატებით 1 800 სამართალდამცველია გამოყვანილი

სტამბოლში, მთავარ მოედანზე ადგილობრივები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, ისინი პრეზიდენტ ერდოღანს უცხადებენ მხარდაჭერას და ამბოხებულებზე გამარჯვებას ზეიმობდნენ. მათი თქმით, სამხედროების ძალაუფლება დასრულდა თურქეთში.

მოსახლეობა ტაქსიმზე, ბოლო დღეების განმავლობაში ყოველ საღამოს იკრიბება. პარალელურად, გრძელდება საქმის გამოძიება.

სტამბოლში მოქმედებს უსაფრთხოების ახალი რეგულაციები. ქალაქში დამატებით 1 800 სამართალდამცველია გამოყვანილი. კონტროლდება სახელმწიფო დაწესებულებები, ხიდები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

სტამბოლში, რომელიც სამხედრო გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო, მოვლენათა განვითარებას კურიერის გადამღები ჯგუფი აკვირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები