07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
ერევანში 4 პოლიციელი ამ დრომდე შეიარაღებული ჯგუფის ტყვეობაში რჩება

ერევანში წუხანდელმა ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა გაძლიერებული იყო პოლიციის კორდონი და ოპოზიციის მხარდამჭერების ნაწილიც ისევ რჩებოდა ქალაქის ცენტრში.

სომხეთის დედაქალაქში პოლიციასა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის მორიგი შეტაკება, გუშინ საღამოსაც მოხდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის ლიდერების მოწოდებით, ხალხი პოლიციის შენობისკენ დაიძრა. სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტიც დააკავეს.

პოლიცია დემონსტრანტებს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იტოვებენ ძალის გამოყენების უფლებას.

შეიარაღებულ ჯგუფს ერევანში პოლიციის შენობაში ამ დრომდე 4 პოლიციელი ჰყავს ტყვედ აყვანილი, მათ შორი პოლიციის უფროსის მოადგილეები. ისინი ოპოზიციის დაკავებული ლიდერის ჟირაის სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები