07 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
მაკა ჩიჩუამ სლოვენიაში ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი და სკოლა მოინახულა

სლოვენიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, პირველმა ლედიმ ქალაქ ლიუბლიანას ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერა.

მაკა ჩიჩუა ფუნიკულიორზე მდებარე მე-15 საუკუნეში აგებულ ციხე-სიმაგრეში იმყოფებოდა, სადაც სახვითი ხელოვნების გალერეაში, ცნობილი სლოვენიელი მხატვრის ვლადიმერ მაკუცის პერსონალური გამოფენა დაათვალიერა.

საქართველოს პირველმა ლედიმ ლიუბლიანას მახლობლად მდებარე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი და სკოლაც მოინახულა.

„აქვთ ყველანაირი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ იყვნენ მაქსიმალურად მოვლილები, განვითარებულები. მინდა, რომ სახელმწიფომ ზუსტად აღიქვას და გაიგოს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან ამხელა რესურსის დახარჯვა და ზრუნვა მათზე, რომ შემდეგ უკვე სრულყოფილი სოციუმის წევრები მიიღოს,“- განაცხადა მაკა ჩიჩუამ. 

დღის ამბები