07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
"თურქ პარტნიორებს ვაფრთხილებთ, რომ მომხდარის შემდეგ ისინი დემოკრატიული იდეალების ერთგულები დარჩნენ" - მარკ ტონერი

ოფიციალურ ანკარას შეერთებული შტატებისთვის ფატულა გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნა არ გაუგზავნია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს მდივანმა გამართულ პრეს კონფერენციზე განაცხადა.

ჯოშ ერნესტის განმარტებით, თუ თურქეთი მოთხოვნას გააგზავნის, ის განიხილება ექსტრადიციის შესახებ ორ ქვეყანას შორის 30 წლის წინ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

“ამ ეტაპზე ბატონი გიულენის ექსტრადიციასთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური მოთხოვნა არ მიგვიღია. თუ მას მივიღებთ, მაშინ მოხდება შეფასება ექსტრადიციის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და თურქეთმა 30 წლის წინ მოაწერეს ხელი. აქ ორი ფაქტორი იქნება გასათვალისწინებელი - მოთხოვნა შეესაბამება თუ არა იმ დანაშალებებს, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და თუ პასუხობს მტკიცებულებები შეთანხმებით დაწესებულ სტანდარტებს,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯოშ ერნსტმა.

გიულენის შესახებ განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტშიც. მარკ ტონერი თურქეთის მთავრობას აფრთხილებს, არ გადააჭარბოს დემოკრატიულ საზღვრებს ეჭვმიტანილების დასჯის პროცესში.

„ჩვენ თურქ პარტნიორებს ვაფრთხილებთ, რომ მომხდარის შემდეგ ისინი დემოკრატიული იდეალების ერთგულები დარჩნენ. კარგად გვესმის, როგორ აღიქვამენ ფატულა გიულენის როლს თურქეთის მთავრობა და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი. თუმცა, რამდენადაც ჩვენ ვფლობთ ამის შესახებ ინფორმაციას, ის კანონის დაცვით, მშვიდობიანად ცხოვრობს პენსილვანიაში,“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა.

ამ თემაზე გაამახვილა ასევე ყურადღება რეჯებ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა დაგმო სამხედრო ამბოხის მცდელობა და თურქეთს ალიანსის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები