07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
უსაფრთხოების ახალი რეგულაციები და ერდოღანის მხარდამჭერი აქციები თურქეთში

სტამბოლში, მთავარ მოედანზე ადგილობრივები ისევ შეიკრიბნენ. ისინი პრეზიდენტ ერდოღანს უცხადებენ მხარდაჭერას. მათი თქმით, სამხედროების ძალაუფლება დასრულდა თურქეთში. მოსახლეობა ტაქსიმზე გადატრიალების მცდელობის შემდეგ ყოველ საღამოს იკრიბება. პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება.

ქალაქში ისევ მოქმედებს უსაფრთხოების ახალი რეგულაციები. სამართალდამცავები ქუჩებში პატრულირებენ.

„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა კანის ფერს და პოლიტიკურ შეხედულებებს. მთავარია, თურქეთი დღეს ერთიანია და ამით ბედნიერი ვარ. სამხედროების ძალაუფლება დამთავრდა. მჯერა, პრეზიდენტი ერდოღანი ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის წინსვლისთვის,“- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მოსახლეობა ტაქსიმზე გადატრიალების მცდელობის შემდეგ ყოველ საღამოს იკრიბება.

პარალელურად, მიმდინარეობს გამოძიება სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმეზე. პოლიციას ამ დროისთვის უკვე ათასობით ადამიანი ჰყავს დაკავებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები