03 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
სახალხო დამცველის კითხვები პროკურატურას და 2014 წლის ანგარიში

უჩა ნანუაშვილმა დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმდინარე წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

უჩა ნანუაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის და რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემებზე ილაპარაკა. ყველაზე დიდი ყურადღება კი თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა პროკურატურას დაუთმო. უჩა ნანუაშვილს კითხვები აქვს საგამოძიებო უწყების მიუკერძოებლობაზე, ხაზს უსვამს სტრუქტურის ჩაკეტილობას და იმედს გამოთქვამს, რომ ბევრი გახმაურებული საქმის გამოძიება მალე დასრულდება.

სახალხო დამცველის ანგარიშის გამოქვეყნება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დაემთხვა. ამ თარიღთან დაკავშირებით, 15 საათზე რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო დამცველი დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საინფორმაციო კამპანიას გამართავს. ასეთივე აქცია პარალელურად გაიმართება ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

19 საათზე კი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ოფიციალური მიღებაა დაგეგმილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები