07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
აქცია ტაქსიმის მოედანზე - მოსახლეობას რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მიმართავს

ტაქსიმის მოედანზე დღეს გადატრიალების მოწინააღმდეგეთა აქცია იმართება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრება.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მორიგი განცხადება გააკეთა სიკვდილით დასჯის აღდგენის თემაზე და სასჯელის უმაღლესი ზომის შემოღების მხარდაჭერა არ გამორიცხა.

ერდოღანის განცხადებით, თუ უმრავლესობა სიკვდილით დასჯის შემოღებას მოითხოვს, ის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ წავა.

ადგილობრივი მედია აქტიურად წერს, რომ გამოძიებას მხოლოდ ერთი აღიარებითი ჩვენება აქვს და ის ეკუთვნის ერთ-ერთი საჰაერო ძალების სარდალს, რომელმაც სრულად აღიარა საკუთარი მონაწილეობა დანაშაულის ორგანიზებაში.

პარალელურად, დაკავებები გრძელდება. გავრცელებული ცნობით, ამბოხებასთან კავშირისთვის ორი პილოტი დააპატიმრეს, რომლებმაც შარშან ნოემბერში, რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს.

ამ დროისთვის ქალაქში ვითარება მშვიდია, თუმცა პოლიციური კონტროლი კვლავ გაძლიერებულია. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საღამოს დაგეგმილ აქციაზე მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მიმართავს. 

დღის ამბები