07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
გერმანიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

გერმანიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. დაჯგუფების მედია ფრთის ამაქის მიერ გავრცელებული ცნობით, 17 წლის ავღანელი ISIS-ის მებრძოლი იყო.

თავდასხმა ბავარიაში, სამგზავრო მატარებელში მოხდა. ავღანელმა ლტოლვილმა ვაგონში მყოფი მგზავრები ნაჯახით და დანით დაჭრა. მატარებლის გაჩერების შემდეგ მან გაქცევა მოახერხა. თუმცა, პოლიციელებმა ის დევნისას მოკლეს.

თავდამსხმელის ბინაში სამართლდამცველებმა ISIS-ის დროშა აღმოაჩინეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები