07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა ინგლისში - დაღუპულია სამი ადამიანი

შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ინგლისში. ლინკოლნშირის საგრაფოში დაუდგენელმა მამაკაცმა აუზთან გახსნა ცეცხლი. პოლიციის ცნობით, მომხდარის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული, მათ შორის ერთი თავდამსხმელია.

გავრცელებული ინფორმაციით, მსროლელმა თავი მოიკლა. დამატებითი დეტალები მომხდარის შესახებ არ ხმაურდება. სამართალდამცველებმა ინცინდენტის გამოძიება დაიწყეს. ძალოვანების ცნობით, ამ დროისთვის ტერაქტის ვერსია არ განიხილება.

დღის ამბები