07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
ერევნის პოლიციის შენობასთან სამართალდამცველების დამატებითი ქვედანაყოფები განალაგეს

ერევნის პოლიციის შენობასთან სამართალდამცველების დამატებითი ქვედანაყოფები განალაგეს.

ოპოზიციის შეიარაღებულ დაჯგუფებას უკვე მესამე დღეა, მძევლები ჰყავს აყვანილი. ამ დროისთვის მათ ტყვეობაში 4 პოლიციელია.

თავდამსხმელები ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებას და ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.

უსაფრთხოება კვლავ გაძლიერებულია ერევნის ცენტრშიც.

ქალაქის მთავარ მოედანზე პოლიციელებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის გუშინ საღამოს მორიგი შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. 

დღის ამბები