07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
სირიაში ავიაიერიშების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა

სირიაში ავიაიერიშების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ორი სოფელი კოალიციის ავიაციამ დაბომბა.

დაღუპულები ძირითადად ადგილობრივები არიან, მათ შორის 11 ბავშვია. უფრო დიდ რიცხვს ასახელებენ თავად ისლამისტები.

ISIS-ის მედიაფრთის, ამაქის, ინფორმაციით, ამერიკული თვითმფრინავების მიერ განხორციელებულ იერიშებს მარტო ერთ სოფელში 160 ადამიანი ემსხვერპლა.

იერიშების სამიზნე მანბიჯის პროვინცია იყო, სადაც ოპოზიციის მებრძოლებსა და ISIS-ის  წევრებს შორის ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს.

დღის ამბები