07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
კალაშოვის საქმესთან დაკავშირებით მოსკოვში საგამოძიებო უწყების თანამდებობის პირები დააკავე

მოსკოვში შაქრო კალაშოვის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყების თანამდებობის პირები დააკავეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ერთერთი დაკავებული საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეა, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე სამუშაო კაბინეტში აიყვანეს.

დენის ნიკანდროვი მილიონი დოლარის სანაცვლოდ შაქრო კალაშოვის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მოგვარების პირობას დებდა.

კრიმინალური ავტორიტეტი მოსკოვის გარეუბანში ერთი კვირის წინ ფულის გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს.

გავრცელებული ინფრომაციით, შაქრო კალაშოვის მფარველობის ეჭვით გამოძიება საგამოძიებო კომიტეტის 7 წარმომადგენლის წინააღმდეგაა დაწყებული. უწყებაში ჩხრეკა და დოკუმენტაციის ამოღების პროცესი მიმდინარეობს.

დღის ამბები