07 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
სროლის ხმა ერევანში - მეოთხე დღეა პოლიციის შენობაში აყვანილ მძევლებს ვერ ათავისუფლებენ

სროლის ხმა ისმოდა ერევანში, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე მეოთხე დღეა შეიარაღებულ პირებს მძევლები ჰყავთ აყვანილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაჯგუფება სასნა ცრერის წევრებმა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში მოახდინეს.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციის შენობის მახლობლად შეკრებილმა დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. დაპირისპირების შედეგად ოთხი პოლიციელი დაშავდა. მომიტინგეებმა დაკავებული შენობის გარშემო ბარიკადები ააგეს - ისინი ხელისუფლებისგან სპეცოპერაციისგან თავის შეკავებას მოითხოვდნენ. შეკრებილების დასარწმუნებლად, რომ შეიარაღებული პირების წინააღმდეგ არავითარი აქტიური ქმედება არ იგეგმება პოლიციამ პარლამენტის ერთ-ერთ წევრსა და მედიის წარმომადგენლებს შენობასთან მიახლოების უფლება მისცა.

„როგორც მე მითხრეს, გასროლით შენობაში მყოფები ხალხს ესალმებოდნენ. მოსახლეობა პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა. სამართალდამცველებმა მათ გზა გადაუკეტეს, რის შემდეგაც ხალხი პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადა. მოგვიანებით სამოქალაქო პირებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. ეს ოფიციალური ინფორმაციაა. როგოც მითხრეს დაშავებულია ოთხი პოლიციელი. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს. სამართალდამცველების მტკიცებით ამ დროისთვის პოლიციას არავინ დაუკავებია,“ - განაცხადა პარლამენტის წევრმა ნიკოლ პაშინიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები