07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ, საპროცესო ქმედებები უკვე 9 ათასამდე ამბოხში ეჭვმიტანილს შეეხო

თურქეთში შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის შემდეგ, საპროცესო ქმედებები უკვე 9 ათასამდე ამბოხში ეჭვმიტანილს შეეხო. განცხადება ამის შესახებ თურქეთის მთავრობის აპარატში გაკეთდა. პრემიერმინისტრის მოადგილის განცხადებით, ეჭვმიტანილთა ნაწილი პატიმრობაში იმყოფება, ზოგიერთზე კი მკაცრი მეთვალყურეობაა დაწესებული. მისი მტკიცებით, 80-მდე ადამიანი გამოძიების ჩატარების შემდეგ გათავისუფლებულია.

პარალელურად სამსახურებიდან დაითხოვეს სულ მცირე 45 ათასი ადამიანი. წმენდა ამჯერად მასწავლებლებს, უნივერსიტეტის მუშაკებსა და მედიის წარმომადგენლებს შეეხო, რომლებიც ოფიციალური ანკარის აზრით ფეტულა გიულენის მოკავშირეები არიან.

ოფიციალური ანკარა შეერთებული შტატებისგან თურქი სასულიერო პირის ექსტრადიციას კვლავ მოითხოვს.

დღის ამბები