07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
შეერთებული შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სატელეფონო საუბარი შედგა შეერთებული შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის. განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა გააკეთა.

ჯოშ ერნესტის თქმით, ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ დაგმო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა.

მან თურქი ხალხის დემოკრატიული პრინციპების მიმართ ერთგულებას გაუსვა ხაზი.

ჯოშ ერნესტმა თურქული მხარის მიერ მთავარ ეჭვმიტანილად დასახელებული ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციის შესახებაც ისაუბრა.

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები ყურადღებით შეისწავლის ოფიციალური ანკარის მიერ გამოგზავნის მტკიცებულებებს და გადაწყვეტილებას ქვეყნებს შორის არსებული შეთანხმების გათვალისწინებით მიიღებს.

დღის ამბები