07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
"WikiLeaks"-მა თურქეთის მმართველი პარტიის ელექტრონული მიმოწერა გაასაჯაროვა

WikiLeaks-მა თურქეთის მმართველი პარტიის ელექტრონული მიმოწერა გაასაჯაროვა. ვებ-გვერდზე სავარაუდო სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წარმომადგენლების თითქმის 300 ათასი წერილი და ათასობით თანდართული დოკუმენტია გამოქვეყნებული.

ორგანიზაციის განცხადებით, WikiLeaks-მა წერილები გადატრიალების მცდელობამდე ერთი კვირით ადრე მოიპოვა და მათში ძირითადად საერთაშორისო საკითხებზეა საუბარი. 

ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია რომ წყარო, რომელმაც ორგანიზაციას მასალა გადასცა, არ არის დაკავშირებული არც სამხედრო ამბოხების მცდელობასთან და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან.

დღის ამბები