07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
ამერიკის "რესპუბლიკურმა პარტიამ" დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა

ამერიკის რესპუბლიკურმა პარტიამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. კლივლენდში მიმდინარე პარტიის ყრილობაზე ამერიკელმა მილიარდერმა დელეგატთა ხმათა უმრავლესობა მოიპოვა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს რესპუბლიკელების ნაწილი დონალდ ტრამპს მუსლიმების, ლათინო-ამერიკელებისა და არალეგალი ემიგრანტების მისამართით გაკეთებული მკაცრი განცხადებების გამო აკრიტიკებდა.

მიუხედავად ამისა, წინასწარი არჩევნების პერიოდში დონალდ ტრამპმა 16 კონკურენტს დამარცხება შეძლო. რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ორშაბათს დაიწყო და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები