07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ

უკრაინული ინტერნეტ-გამოცემის მთავარი რედაქტორის, პაველ შერემეტის მკვლელობას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ. ცნობილი ჟურნალისტი კიევში აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ავტომობილი, რომელშიც ცნობილი ჟურნალისტი იმყოფებოდა, კიევის ცენტრში გზაჯვარედინზე დილის 07:45 -ზე აფეთქდა. პაველ შერემეტი ალმოდებული მანქანიდან გამვლელებმა ჯერ კიდევ ცოცხალი გადმოიყვანეს. ადგილზე მისულმა მაშველებმა ჟურნალისტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. უკვე ცნობილია, რომ ჟურნალისტი ავტომობილში დამონტაჟებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით მოკლეს. აფეთქება კი 600 გრამი ტროტილის ექვივალენტური იყო. 

რუსული კვალი და პროფესიული საქმიანობა ის მთავარი ვერსიებია, რომლებზეც დღეს პაველ შერემეტის მეგობრები და პოლიტიკოსები საუბრობენ. კოლეგები იხსენებენ, რომ ბოლო პერიოდში პაველ შერემეტი და მისი მეუღლე, უკრაინსკაია პრავდას ხელმძღვანელი ალიონა პრიტულა ხშირად ამბობდნენ, რომ მათ დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ.

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ აფეთქების ორგანიზატორის სამიზნე შერემეტის მეუღლე ყოფილიყო.

ჟურნალისტის მკვლელობას გამოეხმაურნენ უკრაინის პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი, რომლებმაც დამნაშავეების დასჯის პირობა დადეს.

ავტორი: თეა თეთრაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები